რუსებმა სუმის ოლქში საცხოვრებელ სახლს დაარტყეს, დაიღუპა მთელი ოჯახი - ნანგრევებიდან ამოიყვანეს მშობლები და მათი 6 და 4 წლის შვილები
რუსებმა 30 სექტემბრის ღამეს უკრაინის სუმის ოლქის სოფელ ჩერნეჩჩინში საცხვრებელ სახლს დრონით დაარტყეს, რის შედეგადაც მთელი ოჯახი - დედ-მამა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ გრიგოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან ოთხი დაღუპული ამოიყვანეს - მშობლები და მათი 6 და 4 წლის შვილები.