ავღანეთში, თალიბანის მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი სრულად გათიშა. ამის მიზეზი "ამორალური აქტივობების პრევენციაა".
ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ინტერნეტ-კონტროლის ორგანო, Netblocks ავრცელებს. ხოლო საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოები კავშირის გაწყვეტის შესახებ იუწყებიან.
მთელს ავღანეთში თითქმის ვერ მუშაობს მობილური ინტერნეტი და სატელიტური ტელევიზია.

“ავღანეთში ამჟამად ინტერნეტი სრულად გაითიშა. თალიბანის ხელისუფლება "ამორალური აქტივობების პრევენციის“ ზომებს იღებს. დილის განმავლობაში ეტაპობრივად რამდენიმე ქსელი გაითიშა; ასევე, ამჟამად დაზარალდა სატელეფონო მომსახურება,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
რამდენიმე კვირით ადრე თალიბანმა ინტერნეტი რამდენიმე რეგიონში აკრძალა. "ამორალური აქტივობების პრევენციოს“ მიზნით ინტერნეტის აკრძალვა შეეხო ავღანეთის 5 პროვინციას: კუნდუზს, ბადახსჰანს, ბაღლანს, ტახარის და ბალხის.
მას შემდეგ, რაც 2021 წელს თალიბანი ავღანეთის მმართველი ძალა გახდა, ქვეყანაში უამრავი შეზღუდვა დაწესდა. მათ შორის, გოგონებს აუკრძალეს სკოლის მაღალ კლასებში სიარული, ქალებს კი სხვადასხვა სფეროში დასაქმება და ა.შ.
იხილეთ ასევე: