ლევან ვასაძის ქალიშვილი, თათა ვასაძე, საკუთარ სოციალურ ქსელში ოჯახის შექმნასა და დედობაზე საუბრობს. მისი თქმით, ცხოვრებაში ამაზე სწორი გადაწყვეტილება არასდროს მიუღია. ახალგაზრდა დედა, რომელიც 2025 წლის 30 აპრილს ქალიშვილის, ნინა ზედგინიძის დედა გახდა, საზოგადოებას თავის გამოცდილებას უზიარებს და ახალგაზრდებს მოუწოდებს, არ შეუშინდნენ ოჯახის შექმნას.
"ამ საუკუნეში ჩვენ გვეუბნებიან, რომ ოჯახის შექმნა "ადრეულ ასაკში" არ არის კარგი, ამას ისე ამბობენ, არც ფიქრობენ ჭეშმარიტი სიყვარული ფიგურირებს თუ არა ახალგაზრდების ამ გადაწყვეტილებაში. გვაშინებენ, რომ ოჯახის შექმნის მერე აღარ გვექნება თავისუფლება და ვერ მოვასწრებთ "ჩვენს გემოზე" ცხოვრებას. პირადად მე, ამაზე სწორი ცხოვრებაში არაფერი მიქნია, ასეთი ბედნიერიც არასდროს ვყოფილვარ. ყველა ახალგაზრდა გოგოს ვუსურვებ ამ ბედნიერების რაც შეიძლება მალე პოვნას. რა არის ისეთი მნიშვნელოვანი, რომ ეს გადაწონოს…“ - აღნიშნავს თათა ვასაძე.
თათა ვასაძე ბიზნესმენის მეორე შვილი და პირველი ქალიშვილია. ის, როგორც მისი და-ძმები, მამის კერძო სკოლის კურსდამთავრებულია. გარდა ამისა, ის „სუხიშვილების“ პროფესიონალი მოცეკვავეა. ანსამბლში 2009 წლიდან ცეკვავს, ამჟამად კი ერთ-ერთი მთავარი მოცეკვავე და სოლო პარტიების შემსრულებელია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს, ამბობს, რომ მომავალს მაინც ცეკვას უკავშირებს: „დიახ, არქიტექტორი მოცეკვავე ვიქნები“.
თათა ვასაძისა და ბათა ზედგინიძის ჯვრისწერა 2024 წლის სექტემბერში შედგა. ბათამ თათას ხელი ესპანეთში, ერთ-ერთ კლუბში სთხოვა.
წაიკითხეთ ასევე: