ავტორი:

"ოთხი ბავშვი დაობლდა..." - ტრაგედია სვანეთში: ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

"ოთხი ბავშვი დაობლდა..." - ტრაგედია სვანეთში: ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

ტრაგედია დატრიალდა მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში. ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, გზიდან მდინარეში გადავარდა.

  • გარდაცვლილები არიან მზეო უმფრიანი და ლევანი ანსიანი. მათ ოთხი შვილი დარჩათ.

"დაუჯერებელი ტრაგედია ტრიალებს, რატომ ასეთი მწარე ბედისწერა? ოთხი პატარა ბავშვის დაობლდა, ყველაზე პატარა 3 წლისაა. ტირის მთელი მესტია. წყალში იყვნენ გადავარდნილი, ლევანი წუხელვე ამოიყვანეს და მზეო ახლახან იპოვეს, ამოიყვანეს ენგურიდან " - ამბობენ დაღუპულის ახლობლები.