ტრაგედია ინდონეზიაში - სკოლის შენობის ჩამონგრევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით ადამიანი კი ამ დრომდე ნანგრევებში რჩებიან.
დაღუპულებს შორის არის 13 წლის სკოლის მოსწავლე, ხოლო 101 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ზოგიერთს ძალიან მძიმე დაზიანებები აღენიშნება.
ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
როგორც ცნობილი ხდება შენობის იმ ნაწილში, რომელიც მთლიანად ჩამოიქცა, ლოცვისთვის სულ მცირე 38 მოზარდი იყო შეკრებილი.
მოსწავლეების ასაკი 12-დან 17 წლამდე მერყეობს.
მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ ორსართულიანი შენობის საძირკველი არასტაბილური იყო და ვერ გაუძლო დამატებით დაშენებულ ორ სართულს.
მაშველები ტრაგედიის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ადგილზე შეკრებილები არიან მოსწავლეების ოჯახის წევრები და სამაშველო სამსახურის შედეგებს ელოდებიან.
ინდონეზიაში ჩამონგრეული ალ-ჰოზინის სკოლა პესანტრენია - ტრადიციული ისლამური სკოლა-პანსიონია. იქ ჩარიცხული სტუდენტები ცხოვრობენ, სწავლობენ და რელიგიის მიმდევრები არიან.
ტრადიციულად, პესანტრენები ხაზს უსვამენ ისლამურ სწავლებებს, როგორიცაა ყურანის დამახსოვრება, არაბულის შესწავლა და ისლამური კანონი. თუმცა, ბევრი პესანტრენი ახლა ზოგად განათლებასაც სთავაზობს.