ავტორი:

"გაშორდი? არ გაშორდი?" - ამ თემაზე საუბარი არ მინდა, მაგრამ გიორგი დღემდე ჩემს ცხოვრებაში ძალიან ძვირფასი ადამიანია" - ნინო ჩხეიძე

"გაშორდი? არ გაშორდი?" - ამ თემაზე საუბარი არ მინდა, მაგრამ გიორგი დღემდე ჩემს ცხოვრებაში ძალიან ძვირფასი ადამიანია" - ნინო ჩხეიძე

მომღერალი ნინო ჩხეიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ხმებს, მისი და მეუღლის, გიორგი კორახაშვილის დაშორების შესახებ, ეხმაურება. მან "პოსტვ-ის" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს, საზოგადოებაში გაჩენილ შეკითხვებს პასუხი გასცა.

"მე და გიორგი 25 წელია, ცოლ-ქმარი ვართ. ისე გამოვიდა, რომ ჩემი ყველა წარმატების დასაწყისში, ჩემი ცხოვრების რაღაც საკვანძო მომენტში გიორგი ყოველთვის საყრდენი ძალა იყო. თუნდაც, სიმღერას რომ ვიწყებდი, ძალიან ბევრი კრიტიკა იყო და ის ყოველთვის გვერდში მედგა და გვერდში მიდგას დღემდე. ასე ამაზე საუბარი - "გაშორდი? არ გაშორდი?" - არ მინდა. მაგრამ, გიორგი დღემდე ჩემს ცხოვრებაში ძალიან ძვირფასი ადამიანია. ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს, ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და ყველაფერი კარგადაა,“ - განაცხადა ნინო ჩხეიძემ.

ამ თემამ საზოგადოების ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც მომღერალმა ივნისში "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გიორგი კორახაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: "მადლობა ყველაფრისთვის, გიო“. ამ პოსტმა უამრავი ვარაუდი გააჩინა წყვილის დაშორების შესახებ.

ნინო ჩხეიძემ ბიზნესმენ გიორგი კორახაშვილზე 2002 წლის 1 დეკემბერს იქორწინა. წყვილს ქალიშვილი, მარიამი ჰყავს.