მარტივი რეცეპტები ინგრედიენტების უჩვეულო შეთავსებით - სცადეთ ახალი გემოები "შეფმაისტერისგან"

მარტივი რეცეპტები ინგრედიენტების უჩვეულო შეთავსებით - სცადეთ ახალი გემოები "შეფმაისტერისგან"

ალბათ ყოველ დღე გიწევთ ფიქრი იმაზე, თუ რა მოამზადოთ საუზმეზე ან ვახშმად. ქართული ხორცპროდუქტების ბრენდი „შეფმაისტერი“ გვიზიარებს რამდენიმე სწრაფ და მარტივ რეცეპტს. ერთი შეხედვით, შეიძლება ინგრედიენტების ამგვარი შეთავსება ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ დამიჯერეთ, ცდად ნამდვილად ღირს!

სენდვიჩები ძეხვითა და ლეღვით

როცა კერძების მომზადების დრო არ გაქვს, ერთ-ერთი პირველი, რაც შეიძლება მოგაფიქრდეს ადამიანს, სენდვიჩია. ის მზადდება სწრაფად, გემრიელი და საკმაოდ ნოყიერია. გაგისინჯავთ სენდვიჩი ლეღვით? - „შეფმაისტერი“ ძეხვი "ტოსკანოსა“ და ლეღვის გემრიელ კომბინაციას გვიზიარებს.

დაგჭირდებათ პური, „შეფ მაისტერის“ ძეხვი - „ტოსკანო“, ხახვი, შაქარი, სოიოს სოუსი, ყველი „ბრი“ და ლეღვი.

მომზადება:

  1. წითელი ხახვი მოხრაკეთ კარაქში, დაუმატეთ შაქარი და აურიეთ, რომ კარამელიზდეს. დაუმატეთ ცოტაოდენი სოიოს სოუსი;
  2. დაჭერით ძეხვი და ყველი;
  3. პური დაჭერით და გახუხეთ ტაფაზე, დაადეთ „ტოსკანოს“ ნაჭრები, კარამელიზებული ხახვი, ყველი და ლეღვი. დააფარეთ თავზე მეორე ნაჭერი პური და გემრიელად მიირთვით!

მჭადის სენდვიჩები "შეფმაისტერის“ "სალჩიჩონით“ და ბევრი ჯონჯოლით

ალბათ მიჩვეული ხართ, მჭადთან ერთად მიირთვათ ყველი, ან ფხალეული. მრავალფეროვნებისთვის სცადეთ ეს უჩვეულო რეცეპტი:

დაგჭირდებათ მჭადის ფქვილი, წყალი, ზეთი, ჯონჯოლი, ხახვი და ქინძი, "შეფმაისტერის“ "სალჩიჩონი“, ყველი და პომიდორი.

მომზადება:

  1. მოზილეთ მჭადის ცომი, მიეცით მრგვალი ფორმა და გამოაცხვეთ ზეთიან ტაფაზე;
  2. შეაზავეთ ჯონჯოლი თხლად დაჭრილი ხახვით და ქინძით. ძალიან უხდება კახური ზეთიც;
  3. დაჭერით პომიდორი თხელ, მრგვალ ნაჭრებად;
  4. ყველი დაჭერით პომიდვრის სისქის ნაჭრებად;
  5. გამომცხვარი მჭადი გაშერით შუაზე, დადეთ ყველი, დაჭრილი ძეხვი „სალჩინონი“, ზემოდან დაადეთ პომიდორი და შეზავებული ჯონჯოლი;
  6. დაახურეთ მჭადის მეორე ნახევარი და უჩვეულო სენდვიჩი მზადაა!

ქათმის ფილეს და "სალჩიჩონის" უგემრიელესი ერთობა აეროგრილში

ქათმის ფილე ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ინგრედიენტია სამზარეულოში. თუ სახლში აეროგრილი გაქვთ, გირჩევთ სცადოთ ეს გემრიელი რეცეპტი. თუმცა, ქათმის ფილეს „სენდვიჩების“ მომზადება ჩვეულებრივ ღუმელშიც შეგიძლიათ.

დაგჭირდებათ: ქათმის ფილე (მკერდი), პომიდვრის სოუსი, ძეხვი „სალჩინონი“, ყველი, პაპრიკა, მარილი.

მომზადება:

  1. ქათმის ფილე გაჭერით შუაზე და გადახსენით;
  2. მოაყარეთ მარილი, წაუსვით პომიდვრის სოუსი, დადეთ დაჭრილი ძეხვი და ყველი;
  3. დააფარეთ ფილეს მეორე ნახევარი, მოაყარეთ პაპრიკა და გამოაცხვეთ აეროგრილში 180 გრადუსზე, 20 წუთით.
  4. შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცალკე, ასევე გარნირთან (პიურე, ბრინჯი) ერთად.

გემრიელად მიირთვით და გაგვიზიარეთ თქვენი შედეგი კომენტარებში!

NS