ავტორი:

ბარონ ტრამპმა პაემნისთვის ტრამპ თაუერის მთლიანი სართული დაკეტა - რას ჰყვება წყარო 19 წლის “პრინცის“ პირად ცხოვრებაზე

ბარონ ტრამპმა პაემნისთვის ტრამპ თაუერის მთლიანი სართული დაკეტა - რას ჰყვება წყარო 19 წლის “პრინცის“ პირად ცხოვრებაზე

“დონალდ და მელანია ტრამპების ვაჟმა, ბარონმა, ცოტა ხნის წინ პაემანი ტრამპ თაუერში გაატარა. ამ რომანტიკული შეხვედრისთვის კი შენობის მთელი ერთი სართული დაკეტეს,“ - ამის შესახებ დასავლური მედია წყაროზე დაყრდნობით წერს.

როგორც აღმოჩნდა, გადაწყვეტილება ბარონ ტრამპის უსაფრთხოებისთვის იქნა მიღებული. 19 წლის სტუდენტს, როგორც წესი განსაკუთრებული დაცვა დაჰყვება და მისი უსაფრთხოება მკაცრად არის დაცული.

„ნიუ-იორკ პოსტის“ ინფორმაციით, ის თეთრ სახლში ცხოვრობს და ამავდროულად ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ვაშინგტონის კამპუსში ლექციებს ესწრება.

ელიტური სკოლა დედაქალაქში მდებარე კამპუსი სტუდენტებს პოლიტიკის, საჯარო პოლიტიკის, ისტორიის, ეკონომიკისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტებს სთავაზობს. ლექციები 2 სექტემბერს დაიწყო.

ბარონი უნივერსიტეტში საკმაოდ პოპულარულია, ის გოგონების ყურადღების ცენტრში მუდმივად იმყოფება.

“მაღალი და მორცხვია, მაგრამ ნამდვილად კარგი ბიჭია. ბევრ გოგონას მოსწონს. ქალბატონების მოყვარულია და ქალებშიც ძალიან პოპულარულია. ბევრი მას საკმაოდ მიმზიდველად მიიჩნევს" - განუცხადა წყარომ People-ს.

აპრილში, წყარომ Page Six-ს განუცხადა, რომ ინფორმაციის გაჟონვის მიზნით, ბარონს არ შეეძლო თავისი ტელეფონის ნომრის ახალი კოლეჯის მეგობრებისთვის გადაცემა. ამის ნაცვლად, მეგობრებთან Xbox სათამაშო კონსოლის ჩატის პლატფორმაზე საუბრობდა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ტრამპი მეგობრებთან კომუნიკაციისთვის Discord-ს იყენებს.

წყარო