ავტორი:

არაფორმალური განათლების ჰაბი სწავლისა და გართობისთვის - მანგლისში SABADO Leadership Academy გაიხსნა

არაფორმალური განათლების ჰაბი სწავლისა და გართობისთვის - მანგლისში SABADO Leadership Academy გაიხსნა

„აღმოაჩინე საბადო“- ასეთი გზავნილი მიიღეს სტუმრებმა, რომლებიც 21 სექტემბერს, მანგლისში ლიდერობის აკადემიის კამპუსის გახსნას ესწრებოდნენ. საბადოს სტუმრებმა ახალი და სრულიად განსხვავებული საგანმანათებლო სივრცე აღმოაჩინეს.

საბადო მიზანად ისახავს მოზარდებში ლიდერობის უნარების განვითარებას: თეორიული ცოდნა და პრაქტიკა, მსჯელობა და ძიება, სიახლეები, ინიციტივები, გამოწვევებზე ფიქრი, განსხვავებული პროფესიები, ბევრი კითხვა მოზარდებისგან და პასუხები პროფესიონელი მენტორებისგან, რომლებიც 14-დან 18 წლამდე მოზარდებს ყველაზე მნიშვნელოვან დროს - ცხოვრების გზაგასაყართან რომ დგანან, ყველაზე საჭირო რჩევებს მისცემენ. აქ თვლიან რომ ცოდნის მიღება ერთია, მაგრამ გამოყენება უკვე სხვა უნარია. სწორედ ამ უნარების შეძენა იქნება მნიშვნელოვანი საბადოელებისათის.

„ბავშვობაში ყველანი ვოცნებობდით, მეც ამ სკოლაში, ამ საკლასო ოთხში ვიჯექი და ვონცბობდი მომავალზე - ვინ უნდა გამოვსულიყავი. თუმცა მაშინ ასეთი შესაძლებლობები არ იყო - ახლა კი მინდა სხვებს მივცე ეს შესძლებლობები, მომავლ თაობებს." - ასე ყვება თავის ისტორიას საბადოს იდეის ავტორი დავით ბეჟაუშვილი. ეს სიტყვები კი იმ კინოდაბრაბზში გაჟღერდა, რომელიც წლების განმავლობაშ ისეთივე დანგრეული იყო როგორც სკოლის შენობა, სადაც ახალა საბადოა განთავსებილი.

მანგლისში საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა დიდი ხნის ჩანაფიქრი იყო. საბოლოოდ კი საბადომ ასეთი სახე მიიღო : აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები, დასასვენებელი სივრცეები, ობსერვაოტრია. თამაშის ზონა, კაფეტერია, სტემ ლაბორატორია, კონოთეატრი და სპორტული მოედნები. არაფორმალური განათლება გაცილებით მიმზიდველია მოზარდებისათვის.

საბადოს სტუმრებს საბადოელები აცნობდნენ, ისინი იყვნენ გიდები და გზამკვევები, საუბრისას არ მალადვენენ რომელი იყო მათ ფავორიტი სივრცე: ობსერვაოტირია თუ სტემ ლაბორატორია, სადაც 3 დე ფორმატში საკუთარი იდეების განხორციელება შეუძლიათ.

საბადომ უკვე დაიწყო თანამშრომლობა მანგლისის სკოლასთან, ეს იდეის ავტორის დავით ბეჟუაშვილის კიდევ ერთ იდეა იყო: საბადოს სივრცეები, უახლესი ტექნოლოგიები ხელმისაწვომი ყოფილყო ადგილობრივი ბავშვებისათვის. ასევე გათვალისწინებულია დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის ბენეფიციალთა არასწრულწოვანი შვილების სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა.

ბოლო წლებში, იზრდება იმ პროგრამების საჭიროება, რომლებიც სცდება ტრადიციულ საკლასო ოთახს და უფრო პრაქტიკულ, გამოცდილებაზე დაფუძნებულ სწავლებას სთავაზობს მოზარდებს. სწორედ ამიტომ, SABADO Leadership Academy-მ ჩამოაყალიბა ახლებური ხედვა, რომელიც ტრადიციული სწავლების მეთოდებისგან განსხვავებული მიდგომა აქვს.

„თანამედროვე ეკონომიკა ინოვაციებს, სისხარტეს და მიხვედრილობას ეფუძნება, ამასთანავე, განვითარებული საზოგადოება პასუხისმგებლიან მოქალაქეზე დგას. ამის მიღწევას მხოლოდ ტრადიციული, სტანდარტული განათლების მეთოდები აღარ ჰყოფნის. განათლებაც უნდა იყოს მოქნილი, ადამიანზე ორიენტირებული, ცვალებადი და მუდამ განახლებადი. სწორედ ამ იდეას ეფუძნება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არაფორმალური განათლების ჰაბის შექმნა. ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ სისტემა, სადაც სწავლა და განვითარება ბუნებრივი და სახალისო პროცესია“ – ამბობენ პროექტის ინიციატორები.

განათლება და გართობა ერთ დიდ სივრცეში

SABADO-ს კონცეფცია 14-18 წლის ახალგაზრდებზეა მორგებული. სტანდარტულ საგანმანათლებლო პროგრამებთან შედარებით, საბადო არაფორმალური განათლებას - ინტერაქციული აქტივობების კომბინაციას ეფუძნება.

მთელი წლის განმავლობაში ყოველკვირეული კურსები მრავალფეროვანი თემებით იქნება დატვირთული საჯარო გამოსვლები, ეკონომიკა, სთორითელინგი, მეცნირება. ეს მრავალფეროვნება უზრუნველყოფს მონაწილეებმა შეძლონ ლიდერობის უნარების, კრეატიული აზროვნებისა და გუნდური მუშაობის განვითარება.

მანგლისის კამპუსი – საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მაღალი სტანდარტი ბუნებრივ გარემოში

SABADO-ს მანგლისის კამპუსი წარმოადგენს საგანმანათლებლო სივრცის ახალ სტანდარტს საქართველოში. 12,000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული, კომფორტითა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი.

ძირითადი შენობა 3,000 კვადრატულ მეტრს მოიცავს, თანამედროვე ტექნოლოგიები, მრავალფუნქციური სივრცეები, კომფორტული საცხოვრებელი ოთახები.

აქტუირი ეზო: ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, პადელის კორტი და კინოთეატრი.

კინოთეატრი კი ცალკე აღნიშვნის ღირსია, სტუმრები შემთხვევით არ სვამდნენ კითხვას: “ეს მანგლისშია?“. ერთ დროს პატარა, საკურორტო დაბის კინო დღეს ნამდვილი ჰოლივუდია. კინოსივრცე მოზარდებს ეთმობათ. ნახონ, გადაიღონ, უსმინონ გაანალიზონ, იკამათონ და იმსჯელონ, მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმების შესახებ - ამ ყველაფრისთვის მანგლისის კინოთეატარი მზადაა.

“მოსწავლეებს და Sabado - ს სტუმრებს კამპუსი მანგლისში, ეკოლოგიურად სუფთა სივრცეში დახვდებათ . უნიკალური ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს აკადემიურ სივრცეებს, საკონფერენციო დარბაზებს, საკუთარ კინოთეატრს, ობსერვატორიას, სხვადასხვა სამაგიდო თამაშებისთვის გამოყოფილ ზონას. ასევე, მიმდებარე ტერიტორიებზე ისტორიულ და კულტურულ სალაშქრო გასვლებს. ასე რომ, ეს არის დასვენების, გართობის და შემეცნების სინთეზი, რომელიც მორგებულია თანამედროვე მოზარდის ინტერესებზე“, - აღნიშნა საბადოს ხელმძღვანელმა გიორგი უგულავამ.

ღირებულებები, რომლებიც განსაზღვრავს SABADO-ს საგანმანათლებლო ფილოსოფიას

SABADO-ს საგანმანათლებლო ფილოსოფია ეფუძნება იდეას, რომ ნამდვილი ცოდნა მიიღება მხოლოდ მაშინ, როცა სწავლება ღირებულებით საფუძველსა და კარგად გამართულ კონცეფციას ეფუძნება.

აკადემია ხელს უწყობს ისეთი ღირებულებების დამკვიდრებას, როგორიცაა კეთილსინდისიერება და პასუხისმგებლობა, ემპათია და ემოციური ინტელექტი, თანამშრომლობა და გაზიარებული ლიდერობა, ინოვაცია და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი, მრავალფეროვნება და გლობალური მოქალაქეობა. როგორც დამფუძნებელიძნებელი ამბობს: „ცოდნა, გართობა, კომუნკაცია და ფასეულობები- ეს აერთიანებს ამ სივრცეს და აყალიბებს მომავლის ლიდერს“

SABADO მოსწავლეებს საინტერსო პროგრამებს სთავაზობს მთელი წლის მანძილზე:შაბათ-კვირის, ასევე 1-დღიან, 4-დღიანი და 1-კვირიანი კურსებს. ეს მრავალფეროვნება 14-18 წლის ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს პროგრამა საკუთარ საჭიროებებს მოარგონ.

რატომ არის SABADO-ს არსებობა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო სივრცისთვის

SABADO წარმოადგენს განათლების ახალ ხედვას – ეს არის ადგილი, სადაც იდეები იბადება, მეგობრობა ყალიბდება და ლიდერობა ბუნებრივად ვითარდება.

ტრადიციული საგანმანათლებლო სისტემისგან განსხვავებით, SABADO ქმნის გარემოს, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი თავი, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები და ჩამოაყალიბონ საკუთარი მომავალი.

R