ავტორი:

"დაზარალებული სექსუალური ხასიათის ძალადობას ცდილობდა ხასაიაზე და დაზარალებულის ცემა სწორედ ამან გამოიწვია" - შსს

"დაზარალებული სექსუალური ხასიათის ძალადობას ცდილობდა ხასაიაზე და დაზარალებულის ცემა სწორედ ამან გამოიწვია" - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია და მისი თანმხლები პირები ინციდენტის დროს დაზარალებულის ცემის ფაქტს ადასტურებენ. ამის შესახებ შსს-მ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

  • როგორც უწყებაში განმარტავენ, ხასაიას ერთ-ერთი თანმხლები პირი აღნიშნავს, რომ დაზარალებული სექსუალური ხასიათის ძალადობას ცდილობდა ხასაიაზე, რამაც მისი მხრიდან აგრესია გამოიწვია.

შსს-ის ინფორმაციითვე, ინციდენტს ადასტურებს თავად გელა ხასაია, თუმცა ძალადობას უარყოფს.

"გელა ხასაიას თანმხლები პირები დაზარალებულის ცემის ფაქტს ადასტურებენ. ინციდენტის დროს, მასთან ერთად მყოფი ერთ-ერთი პირი, ასევე, ამბობს, რომ დაზარალებული სექსუალური ხასიათის ძალადობას ცდილობდა ხასაიაზე და ამ უკანასკნელის მხრიდან აგრესია და დაზარალებულის ცემა სწორედ ამან გამოიწვია.

ინციდენტს ადასტურებს თავად გელა ხასაიაც, თუმცა ძალადობას უარყოფს“,- აღნიშნავენ შსს-ში.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავა უწყების ცნობით, მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი.

შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ რ.ჩ-ს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

წაიკითხეთ ასევე: