ავტორი:

ჩინეთმა მსოფლიოს ყველაზე მაღალი ხიდი გახსნა და ამით საკუთარი რეკორდი მოხსნა

ჩინეთმა მსოფლიოს ყველაზე მაღალი ხიდი გახსნა და ამით საკუთარი რეკორდი მოხსნა

ჰუაჯიანგის გრანდ კენიონის ხიდი სამხრეთ ჩინეთის გუიჯოუს პროვინციაში მდებარეობს. ის მდინარის დონიდან 625 მეტრის სიმაღლეზეა აღმართული და ამით ორჯერ აღემატება კოლორადოში , მდინარე არკანზასზე აშენებულ “როიალ გორჯს“ სახელწოდების მქონე ხიდს ,რომელიც 291 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

ჩინური სახელმწიფო მედიის ცნობით, ახალი ხიდი კიდევ ერთ მსოფლიო რეკორდს ამყარებს, ის მთიან რეგიონში მდებარე ყველაზე გრძელი ხიდია, რომლის სიგრძე 1,400 მეტრს შეადგენს.

გიგანტური პროექტის მშენებლობა სამ წელიწადსა და რვა თვეს გრძელდებოდა. ოფიციალური პირების განცხადებით, ხიდი ხეობაში გადაადგილების დროს ორი საათიდან ორ წუთამდე ამცირებს და ერთმანეთთან მთავარ ტურისტულ ობიექტებს აკავშირებს. ხიდზე დამონტაჟებულია სწრაფმავალი მინის ლიფტი, რომელიც ვიზიტორებს მდინარიდან 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარე კაფეში აიყვანს. სტუმრებს ასევე შეუძლიათ ბანჯი-ჯამპინგი ან მინის იმ ბილიკზე გასეირნება სცადონ, რომელიც მიწიდან 580 მეტრის სიმაღლეზეა გაჭიმული.

გუიჯოუს პროვინციაში, სადაც დაახლოებით 40 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ასევე მდებარეობს მსოფლიოს მეორე ყველაზე მაღალი — დუღეს ხიდი , რომელიც 2016 წელს გაიხსნა.

წყარო