"The View“-ის ყოფილი წამყვანი მეგან მაკკეინი ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის 19 წლის ქალიშვილს, ვაიოლეტ აფლეკს აკრიტიკებს, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.
თავის გამოსვლაში აფლეკმა ხაზი გაუსვა სუფთა, გაფილტრული ჰაერისთვის სხვადასხვა პროგრამებში ინვესტიციების გაზრდის აუცილებლობას. მან მკაცრად გააკრიტიკა მსოფლიოს ლიდერები ნიღბების გარეშე ცხოვრების მხარდაჭერის გამო. აფლეკმა ასევე ისაუბრა ხანგრძლივი COVID-ის სიმპტომებზე, რომლითაც თავად დაზარალდა.
"შეშინებული ვარ იმ ბავშვების გამო, რომლებსაც არ ეცოდინებათ როგორია სამყარო დამქანცველი ტკივილისა და გამოფიტვის გარეშე", - განაცხადა აფლეკმა და გააფრთხილა ახალგაზრდები COVID-ის განმეორებითი ზემოქმედების შესაძლო რისკების შესახებ.
მაკკეინის კრიტიკა
აფლეკის გამოსვლის ვიდეოს გავრცელების შემდეგ, მეგან მაკკეინმა ტვიტერზე დაწერა: "ამ ყველაფრის გამო ყველას ასე სძულს "ნეპო ბავშვები“ (ადამიანი, რომელმაც წარმატებას ან კარიერულ წინსვლას მიაღწია თავისი ცნობილი ან გავლენიანი მშობლების კავშირების ხარჯზე.)
"ზოგიერთი ჟურნალისტი აღშფოთებულია, რომ ვაიოლეტ აფლეკს ნეპო ბეიბი ვუწოდე... პირველი, ვიცი რასაც ვამბობ. მე აშკარად ნეპო ბეიბი ვარ, შეამოწმეთ ჩემი ტვიტერის ბიო [სადაც თვით-აღწერა აქვს Nepo Baby],“ – განაცხადა მაკკეინმა.
"რაც გინდათ ის თქვით ჩემზე, ჩემი მშობლები არასდროს დაუშვებდნენ, რომ 19 წლის ასაკში გამოვსულიყავი გაეროს წინაშე და მესაუბრა ჯანმრთელობის საკითხზე, რომლის შესახებაც არანაირი ცოდნა, ტრენინგი ან გამოცდილება არ მაქვს. ცნობილი მშობლების ყოლა რთული ტვირთია და თუ საჯაროდ გამოდიხარ, კრიტიკაც უნდა მიიღო (როგორც მე ყოველთვის ვიღებდი).
ფიქრობ, ყველა, ვინც მხარს უჭერს ჩემი შვილების მთელი დღე ნიღბით ყოფნას 2025 წელს, გიჟია", - აღნიშნა მაკკეინმა.
გაეროს გენერალური ასამბლეა არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აფლეკი საჯაროდ გამოვიდა სუფთა ჰაერისა და COVID-ის ეფექტების შესახებ.
2024 წლის ივლისში ის სიტყვით გამოვიდა ლოს-ანჯელესის ოლქის სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე ნიღბების აკრძალვის წინააღმდეგ.