ავტორი:

სურათის გადაღების საბედისწერო სურვილი და მთამსვლელის სიცოცხლის ბოლო წამები, რომლებიც კამერამ აღბეჭდა

სურათის გადაღების საბედისწერო სურვილი და  მთამსვლელის სიცოცხლის ბოლო წამები, რომლებიც კამერამ აღბეჭდა

სოციალურ მედიაში შემზარავი კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ დაუცდა ფეხი მთის თოვლიან ფერდობზე სალაშქრო ჯგუფის წევრს და თოვლზე ხანმოკლე სრიალის შემდეგ კლდიდან გადაჩეხა.

შემთხვევა ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში, მდებარე ნამას მთის წვერზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ჰონგი, რომელიც მთამსვლელთა ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა, სურათების გადასაღებად შეჩერდა და უსაფრთხოების თოკი მოიხსნა.

შემდეგ, როგორც ჩანს, ნაპრალთან ახლოს დადგა ფეხი, წონასწორობა ვეღარ შეიკავა და ფერდობზე ჩასრიალდა, ჰონგმა 200 მეტრზე მეტი ისრიალა თოვლზე, სანამ დაახლოებით 5,300 მეტრის სიმაღლიდან არ გადავარდა და კლდის ქიმებს არ დაენარცხა.

ნამას მწვერვალი, რომლის სიმაღლე 5,588 მეტრს შეადგენს, თავისი ლამაზი ხედებითაა ცნობილი და ყოველწლიურად ფოტოსესიების გადაღების უამრავ მსურველს მასპინძლობს.