ეზ გაბერი ეგვიპტელი ფოტოგრაფია, რომელიც საქართველოში საზოგადოების დიდმა ნაწილმა საპროტესტო აქციების დროს გადაღებული ფოტოებით გაიცნო.
"უკვე თითქმის ორი წელია, ქუჩაში ფოტოებს ვიღებ. არასდროს არავისთვის მითხოვია რამე და არც მომავალში დავუშვებ, რომ ვინმე ჩემს საქმეებში, სამუშაოში ჩაერიოს ან მიბრძანოს, რა გავაკეთო და რა არა.
და კიდევ ერთი, მე პრეზიდენტისგან მედალი არ ამიღია. მან ეს ჯილდოები ყველა სხვა ფოტოგრაფს მისცა, მე იქვე ვიდექი და ვუყურებდი, ბოლოს კადრიდან გასვლაც კი მთხოვეს. მიწვევითაც ბოლო წუთებში მიმიწვიეს.
მე მაქვს ჩემი პირადი თავისუფლება, რომლის ფასიც პოპულარობაა. თქვენ ჩემი მადლიერი უნდა იყოთ", - წერს ეზ გაბერი.