რა უნდა იცოდეთ, თუ თბილისში კერძო სახლის აშენებას გეგმავთ და რა არის მისი საშუალო ფასი?

რა უნდა იცოდეთ, თუ თბილისში კერძო სახლის აშენებას გეგმავთ და რა არის მისი საშუალო ფასი?

ბოლო წლებია, თბილისის ტერიტორია იზრდება - დედაქალაქის შემოგარენში აქტიურად მიმდინარეობს მიწის ნაკვეთების ათვისება, რისი მნიშვნელოვანი ნაწილიც უკვე კერძო სახლებს უჭირავს. ამის მაგალითია ლისის, თხინვალის, ივერთუბნის, სოფელი დიღმის, დიღომი 1-9-ს სწრაფი განაშენიანება და გაფართოება.

კერძო სახლის მსურველები ხშირად სვამენ კითხვებს:

  • რომელი უფრო ოპტიმალურია, კერძო სახლის აშენება თუ შეძენა?
  • გადატვირთული სამუშაო გრაფიკიდან და შეზღუდული ბიუჯეტიდან გამომდინარე რამდენად გონივრულია მშენებლობის წამოწყება?
  • რამდენად რთულია მიწის ნაკვეთის მოძიება, მშენებლობის ნებართვის აღება და განხორციელებული პროექტის მუნიციპალური ინსპექციისთვის ჩაბარება?

უძრავი ქონების პლატფორმა RI.ge-ის დირექტორი თენგიზ ეგნატაშვილი დეტალურად საუბრობს აღნიშნულ საკითხებზე და გვიზიარებს რეკომენდაციებს, რომელიც კერძო სახლის მშენებლობისას უნდა გავითვალისწინოთ.

RI.ge არის პლატფორმა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა სახის მომსახურებით: მიწის ნაკვეთის ან ბინის მოძიება, პროექტის შედგენა, სახლის მშენებლობა, დიზაინი, რემონტი, შეფასება, გადაფორმება, გაყიდვაში დახმარება და სხვა.

  • განგვიმარტეთ, არის თუ არა ის ფინანსურად უფრო ოპტიმალური კერძო სახლის მშენებლობა, ვიდრე დასრულებულის შეძენა? რა უპირატესობები და უარყოფითი მხარეები აქვს თითოეულს?

თავდაპირველად მხედველობაში უნდა მივიღოთ, რა სურს დამკვეთს: სწრაფად გადავიდეს ახალ საცხოვრებელში თუ აქვს შესაძლებლობა, რამდენიმე თვე მოიცადოს, სანამ მოვიძიებთ მიწის ნაკვეთს, პროექტს შევადგენთ, შემდეგ ნებართვას მივიღებთ, მშენებლობას დავასრულებთ და ჩავაბარებთ თბილისის მერიას.

მიწის ნაკვეთზე მშენებლობისთვის ნებართვის აღებას 1-დან 6 თვემდე სჭირდება. ვადა დამოკიდებულია პროექტსა და მის მასშტაბებზე.

რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, როგორც კვლევითი ორგანიზაციების ანგარიშებით, ასევე ჩვენი დათვლით, ყველაზე ოპტიმალურია, თავად ააშენო კერძო სახლი. ყველაფერი იწყება მიწის ნაკვეთის სწორად შერჩევიდან. ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს, რომ რაც შეიძლება ხელსაყრელ ფასად მოიძიონ ნაკვეთი, შემდეგ ვამოწმებთ მის სტატუსს, შეიძლება თუ არა აქ მშენებლობის დაწყება, ასევე იურიდიულად ხომ ყველაფერი წესრიგშია, არის თუ არა მიყვანილი კომუნიკაციები და სხვა.

სახლის აშენების ფასსა და უკვე აშენებულის შეძენას შორის ფინანსურად დიდი სხვაობაა და ცალსახად, პირველი უფრო მომგებიანია. აშენებასა და აშენებულის შეძენას შორის მომგებიანობის სხვაობა მინიმუმ 20%-დან 40%-მდეა.

აშენების დამატებითი უპირატესობაა, რომ უფრო დაზღვეული ხარ, რადგან იცი, რა ხარისხის მასალები გამოიყენე და როგორი სიზუსტით შესრულდა სამუშაოები. აშენებულის შემთხვევაში კი გაგიჭირდება ყველაფრის ფუნდამენტურად შემოწმება. მაგალითად, ვეღარ გაარკვევ, საძირკველი როგორ არის გაკეთებული.

დიდი მნიშვნელობა აქვს, ვის მიანდობ მშენებლობას, მიჰყვებიან თუ არა ისინი წინასწარ გაწერილ ბიუჯეტს, რამდენად ხარისხიანად ასრულებენ სამუშაოებს და არის თუ არა ის პროექტთან თანხვედრაში. რაც მთავარია, აკმაყოფილებენ თუ არა მოთხოვნას ვადებთან დაკავშირებით. დამეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი დიდი გამოწვევაა ჩვენს ქვეყანაში, რადგან არ არსებობს ბაზა, სადაც შეგვიძლია, სერტიფიცირებული ხელოსნები მოვიძიოთ და ფაქტობრივად, ბრმად ვენდობით მათ. ასევე გამოწვევაა ხარჯები, რადგან როგორც წესი, წინასწარ გათვლილ ბიუჯეტში ვერასდროს ვჯდებით ხოლმე.

სწორედ ამიტომ უნდა მიანდოთ კერძო სახლის მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა პროცესი გამოცდილ პროფესიონალთა გუნდს, რომელიც ერთ სივრცეში შემოგთავაზებთ ყველა სერვისს და არ მოგიწევთ დამატებითი დროისა და ფინანსური რესურსის დახარჯვა. ჩვენი კომპანია სწორედ აღნიშნულ კონცეფციაზეა დაფუძნებული.

დღევანდელი ფასებით კერძო სახლის თეთრი კარკასის მდგომარეობამდე მიყვანა 1 კვ.მ.-ზე დაახლოებით 450$-დან 550$-მდე მერყეობს, რიგ შემთხვევებში შეიძლება, 600$-მდეც გაიზარდოს. ფასები დამოკიდებულია პროექტზე, მასშტაბებსა და მასალების ფასზე.

სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის მიერ დათვლილი ფასების თანახმად, თბილისის გარეუბნებში აშენებული სახლის ფასი დაახლოებით 850$-დან იწყება და ცენტრისკენ უკვე 2000$-მდე იზრდება.

აშენების შემთხვევაში კი ვიხდით მიწის ნაკვეთის ფასს. მასალებისთვის და ხელოსნებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის შედგენა კი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. ცხადია, ეს საშუალებას გვაძლევს, უფრო ეფექტურად გავწიოთ ხარჯები.

  • მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა უფრო ოპტიმალურია, დროის დიდ რესურსს მოითხოვს და სხვადასხვა ბიუროკრატიულ პროცედურასთან არის დაკავშირებული, რაც დაკავებული ადამიანისთვის გამოწვევაა ხოლმე. როგორ გადაჭრა ge-მ აღნიშნული პრობლემები?

დიახ, მშენებლობა მართლაც ბევრ პროცესთან არის დაკავშირებული. ბევრჯერ გვქონია შემთხვევა, როცა მომხმარებელმა თავად მოიძია მიწის ნაკვეთი, შემდეგ ჩვენ შემოწმებისთვის და სამუშაოების დასაწყებად მოგვმართა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არსებული რეგულაციებით მისი გამოყენება მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიზნით შეიძლება.

იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთის სტატუსი მშენებლობის შესაძლებლობას გვაძლევს, იწყება ნებართვის მიღების, პროექტის შედგენის, ბიუჯეტის გაწერის, ხელოსანთა გუნდის დაკომპლექტებისა და სხვა პროცედურები, რაც დაკავებული ადამიანისთვის მართლაც დიდი გამოწვევაა. ფაქტობრივად, დროის მთელი რესურსი აღნიშნულ პროცესებს მიაქვს.

ამასთან, მან თვალი უნდა მიადევნოს მშენებლობის პროცესს, თავად უნდა შეიძინოს ან ჩაერთოს მასალების მოძიებისა და ლოგისტიკურ ნაწილში. თუ დასრულების ვადებმა არ გადაიწია, რაც ნაკლებად სავარაუდოა, საბოლოო ეტაპი არის შენობის მუნიციპალური ინსპექციისთვის ჩაბარება, რაც ასევე გამოწვევაა, თუ ფასადი წინასწარ დამტკიცებულ პროექტთან თანხვედრაში არ მოდის.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მომსახურება ითვალისწინებს მშენებლობასთან თუ შეძენასთან დაკავშირებულ ყველა ეტაპს, მომხმარებელი ზოგავს დროს და იღებს ხარისხს. ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველაფერს, პროექტის ჩაბარების ჩათვლით. რაც მთავარია, მივყვებით წინასწარ გაწერილ ბიუჯეტს და თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევა არ მოხდა ან თვითონ მომხმარებელმა არ გადაწყვიტა რაიმეს ცვლილება, მას არ გაეზრდება ხარჯები. წინასწარ ვაფორმებთ ხელშეკრულებას, რომელშიც ყველა დეტალია გაწერილი, მომხმარებელი თითოეულ ეტაპზე ინფორმირებულია, რა კონდიციაშია პროექტი. ასევე, თავად ვახორციელებთ სამშენებლო მასალების ლოგისტიკასაც, რაც დიდი კომფორტია მისთვის.

ჩვენ გადავჭერით ხელოსნების მოძიების საკითხიც, რადგან გვყავს გამოცდილ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ყველაფერს მაღალი ხარისხითა და პროექტის შესაბამისად შეასრულებს. თავად უზრუნველვყოფთ შენობის ჩაბარებასაც.

მომხმარებლებმა უბრალოდ ჩვენ უნდა მოგვაბარონ პროექტის განხორციელება და ხარისხიანი სერვისი გარანტირებულია.

  • რა ვადებს ითვალისწინებთ კერძო სახლის მშენებლობისთვის?

დაახლოებით 200 კვ.მ კერძო სახლის მშენებლობისთვის დაახლოებით 6-დან 8 თვემდე გვჭირდება. აღნიშნულ დროში შედის ნებართვების საკითხიც, რაც როგორც აღვნიშნე, დამოკიდებულია პროექტის სპეციფიკაზე.

რემონტი უკვე სხვა მომსახურებაა და თუ დამკვეთს სურვილი აქვს, ვაგრძელებთ ხოლმე და ძირითადად, ასეც ხდება.

  • საინტერესოა, უზრდის თუ არა ხარჯებს მომხმარებლებს მომხმარებლებს თქვენი მომსახურება?

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთან თანამშრომლობით მომხმარებლები დაზოგავენ ხარჯებს, რადგან ერთ სივრცეში გვაქვს მოქცეული ყველა სერვისი, ვმოქმედებთ წინასწარ გაწერილი ბიუჯეტით, ჩვენი კავშირებიდან გამომდინარე მასალებს ვყიდულობთ საბითუმო ფასად და მუშახელიც უფრო სტაბილურია. შესაბამისად, არ ხდება პროექტის ვადაში გაწელვა და მომხმარებელს დამატებით ტვირთად არ დააწვება გაზრდილი ხარჯები. რომ შევაჯამოთ, გვაქვს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასები და მოქნილი პირობები.

R