ფემიციდი საქართველოში ისევ სერიოზული პრობლემაა. მოძალადეებისგან ქალების დაცვას სახელმწიფო ვერ ახერხებს. კიდევ ერთი უმძიმესი ფემიციდის ფაქტი გასულ კვირას კასპში, მირიანის დასახლებაში მოხდა - ზურაბ ბურდულმა ყოფილ ცოლს, თათია ლომინაძეს, ჯერ დანით მიაყენა ჭრილობა გულმკერდის არეში, შემდეგ სახეზე მჟავა შეასხა, ამასაც არ დასჯერდა, ბოლოს აალებული ბოთლი ესროლა და ცეცხლი წაუკიდა. მეზობლებმა ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა ქალმა უმძიმესი დამწვრობა მიიღო და ახლა ხეჩინაშვილის კლინიკაში სიკვდილს ებრძვის. "ანთებული მაშხალასავით რაღაც ესროლა გოგოს და წამებში მოედო. რომ გარბოდა, დავეწიე და ქვიშას ვაყრიდი, რომელიც იქვე ეყარა. მერე სახლში შემოვვარდი, პლედი გავიტანე და გადავაფარე. ცეცხლი, ალბათ, 5 წუთამდე ეკიდა, მერე მეზობელმაც ხალიჩისმაგვარი ჩამოაგდო და ისიც დავაფარეთ. ხელები, სახე დამწვარი ჰქონდა, დაჭრილიც იყო", - ამბობს მეზობელი.
"პაციენტის მდგომარეობა უმძიმესია. 40-45% დამწვრობაა, ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება. ამჟამად მართვით სუნთქვაზეა. გულმკერდის არეში ბასრი საგნით ჭრილობაც აქვს, თუმცა ღრუში შემავალი არ არის", - ამბობს დამწვრობის ცენტრის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი ლაშა იაშვილი.
დამნაშავე ზურაბ ბურდული სამართალდამცველებმა იმავე დღეს დააკავეს. როგორც ამბობენ, იმავე ქუჩაზე, მიტოვებულ შენობაში იმალებოდა. დამნაშავეს ბრალი წაუყენეს და დანაშაული 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თათია ლომინაძე მეუღლეს 4 წლის წინ დაშორდა, თუმცა ყოფილი ქმარი ზურაბ ბურდული ხშირად მიდიოდა მასთან სახლში, ხვდებოდა ქუჩაში და აწიოკებდა. მას შემაკავებელი ორდერიც ჰქონია გამოწერილი. ამის მიუხედავად, ყოფილ მეუღლეს ხშირად ემუქრებოდა და მუქარა აასრულა კიდეც, ვერც შემაკავებელმა ორდერმა დაიცვა ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე.
"თათია კასპის მთავარ ბიბლიოთეკაში მუშაობს. ქმარი ნარკომანი, მოთამაშე ჰყავდა. ვერაფრით შეძლო მისი გამოსწორება და დაშორდა, მაგრამ ის მაინც ვერ ისვენებდა და აწიოკებდა გოგოს. 8 წლის შვილი ჰყავთ, ახლა ბავშვის ნახვაზე ჰქონიათ დავა, რომ არ ანახებდა ბავშვს, დამუქრებია, დაგწვავო, აასრულა ეს მუქარა. დილით ბავშვი სკოლაში წავიდა და ამ დროს მოხდა ეს ტრაგედიაც..განაგრძეთ კითხვა
ნახეთ ასევე: