ავტორი:

გორში, სოფელ საქაშეთთან ავარიას მე-11კლასის მოსწავლე ემსხვერპლა - რა დეტალები ხდება ცნობილი

გორში, სოფელ საქაშეთთან ავარიას მე-11კლასის მოსწავლე ემსხვერპლა - რა დეტალები ხდება ცნობილი

გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ საქაშეთთან მოხდა.

საავტომობილო გზაზე მოძრავი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი ორი პირი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. გარდაცვლილი საქაშეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასელია..

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

დაღუპული დაჩი მოგელაშვილია.

საქაშეთის საჯარო სკოლა მოსწავლეს ემშვიდობება.

"დიდი ელდაა სკოლისთვის და მოუშუშებელი ტკივილი დაჩი მოგელაშვილის ტრაგიკული გარდაცვალება. ბიჭი, რომელმაც ყველას შეაყვარა თავი. ენერგიული, სიცოცხლით სავსე, მოსიყვარულე და მეგობრული. მისი ურთიერთობა თანაკლასელებთან სიყვარულით იყო გაჯერებული. მასწავლებლების მიმართ თავაზიანი და კეთილგანწყობილი. საზოგადოებისთვის ზრდილი და კეთილი.

დიდი დანაკლისია სკოლისთვის, სოფლისთვის, ქვეყნისთვის სიცოცხლეზე შეყვარებული ბიჭის გარდაცვალება", - წერს სკოლა, რომელშიც მოზარდი სწავლობდა.