ავტორი:

ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ადამიანის კანის დნმ-დან  ემბრიონი შექმნეს - რატომ არის ეს მნიშვნელოვანი უნაყოფო წყვილებისთვის?

ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ადამიანის კანის დნმ-დან  ემბრიონი შექმნეს - რატომ არის ეს მნიშვნელოვანი უნაყოფო წყვილებისთვის?

ისტორიაში პირველად, ამერიკელმა მეცნიერებმა ადამიანის კანის უჯრედებიდან აღებული დნმ-გან ემბრიონის შექმნა შეძლეს. კერძოდ, მოპოვებული დნმ-ი იმავე კანდიდატის სპერმით გაანაყოფიერეს, რის შემდეგაც ემბრიონი წარმოიქმნა.

რაც მთავარია, ამ უჯრედებს განაყოფიერების უნარი აქვთ და ზიგოტად ჩამოყალიბება შეუძლიათ. ეს იმედის მომცემი სიახლეა ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც ფერტილურობის პრობლემა აქვთ.

მეცნიერების თქმით, ტექნოლოგიას ასევე შეუძლია დაძლიოს სიბერით ან დაავადებით გამოწვეული უნაყოფობა. თუმცა ინოვაციური ტექნიკის კლინიკურად დანერგვას სულ მცირე 10-15 წელი დასჭირდება.

აქამდე რეპროდუქტოლოგიის დარგი ქალის კვერცხუჯრედის კაცის სპერმით განაყოფიერებით შემოიფარგლებოდა, რის შედეგადაც ისახება ემბრიონი, 9 თვეში კი ბავშვი ჩნდება. ახლა მეცნიერები წესებს ცვლიან. მათ ადამიანის მთლიანი გენეტიკური კოდის შემცველი უჯრედი კანიდან აიღეს და დონორის კვერცხუჯრედში მოათავსეს, რომელიც მანამდე გენეტიკური მასალისგან დაცალეს.

ანალოგიური ტექნოლოგია 1996 წელს, პირველი კლონირებული ძუძუმწოვრის, ცხვარი “დოლის“ შესაქმნელად გამოიყენეს.

„ჩვენ მივაღწიეთ იმას, რაც შეუძლებლად მიაჩნდათ“, - განაცხადა ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტის ემბრიონული უჯრედებისა და გენური თერაპიის ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა შოხრატ მიტალიპოვმა.

მიდგომა ჯერ კიდევ სამეცნიერო აღმოჩენის დონეზეა და არა კლინიკური გამოყენების, თუმცა მიზანია დაეხმაროს იმ წყვილებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ინ ვიტრო განაყოფიერებიდან (IVF) სარგებლის მიღება.

წყარო