ავტორი:

"ხელის ტრაქტორმა ჩაითრია და ადგილზე დაიღუპა" - რას ჰყვებიან ქარელში მომხდარ ტრაგედიაზე

"ხელის ტრაქტორმა ჩაითრია და ადგილზე დაიღუპა" - რას ჰყვებიან ქარელში მომხდარ ტრაგედიაზე

ქარელის მუნიციპალიტეტში ხელის ტრაქტორს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. გარდაცვლილი 26 წლის სულიკო კობალაძეა.

"26 წლის ბიჭი დაიღუპა ტახხიტიძირში. დასთან იყო სტუმრად ჩამოსული, ეხმარებოდა. სამწუხაროდ, ხელის ტრაქტორმა ჩაითრია, ზედ გადაუარა და ადგილზევე დაიღუპა", - უთხრა "მოზაიკას" ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ცნობისთვის, კიდევ ერთი უბედური შემთხვევა მოხდა ქარელში. სოფელ ბრეთში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ხელის ტრაქტორის მართვისას გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და დაიღუპა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, არსებობს ვარაუდი, რომ მამაკაცი ტრაქტორით მოძრაობისას შეუძლოდ გახდა, რის გამოც ტრაქტორის მართვა ვეღარ შეძლო და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.