თბილისის საქალაქო სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით, სასამართლოში ბომბთან დაკავშირებით განხორციელდა ზარი.
სასამართლოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ, ადვოკატების ნაწილი აღნიშნულს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გელა უძილაურის საქმეს უკავშირებენ. აღნიშნულ საქმის განხილვაზე, ვიდრე ბომბის შესახებ შეტყობინება განხორციელდებოდა, შესვენება იყო გამოცხადებული.