მიუნხენში, გერმანიის პოპულარული ლუდის ფესტივალი, ოქტობერფესტი დროებით დაიხურა, ქალაქის ჩრდილოეთში მდებარე კერძო სახლში აფეთქების გამო, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
პოლიციის განცხადებით, საცხოვრებელ შენობაში, ოჯახში მომხდარი გაუგებრობის შედეგად, განზრახ გააჩინეს ცეცხლი. შემდგომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობებიც იპოვეს, რის გასანეიტრალებლად განსაკუთრებული დანაყოფი იყო გამოძახებული.
"ამჟამად, მომხდარის სხვა ადგილებთან კავშირები განიხილება, ამიტომ ფესტივალის ტერიტორიის გახსნა გადაიდო“, - განაცხადეს მიუნხენის პოლიციაში.
ოქტობერფესტი 20 ოქტომბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით ტარდება და ფესტივალმა უკვე 3.5 მილიონი ადამიანი მიიზიდა.
მოამზადა: საბა ჩიტიაშვილმა