ავტორი:

რა ვიცით "ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელზე, რომელიც სახელმწიფოს ქონების დაუფლების ფაქტზე დააკავეს?

რა ვიცით "ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელზე, რომელიც სახელმწიფოს ქონების დაუფლების ფაქტზე დააკავეს?

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გუშინ, 30 სექტემბერს, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 2 პირი დააკავა.

ირკვევა, რომ ბრალდებულებმა, ა.ბ. და ბ.ბ.-მ, 2023 წელს შპს "ლაგი კაპიტალის“ მეშვეობით გაიმარჯვეს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ 11 ტენდერში (ჯამში 94 444 427 ლარის), რომელიც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა, თუმცა, არცერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა.

  • რა ვიცით შპს "ლაგი კაპიტალის“ მფლობელებზე

სამეწარმეო რეესტრში "ლაგი კაპიტალი“ 2015 წელს ლაშა გრიგალავამ (წილების 25%), ნინო ზარქუამ (50%) და გიორგი ლომიტაშვილმა (25%) დააარსეს.

2019 წელს გიორგი ლომიტაშვილმა "ლაგი კაპიტალში“ კუთვნილი წილები მისსავე კომპანიას შპს "ურბანიქსს“ გადასცა.

უკვე 2022 წლის ამონაწერით, კომპანიის წილების 25%-25%-ებს - "ურბანიქსი“ და შპს "ლაშა 1987“; 50%-იან წილს კი - რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ალექსანდრე ამისულაშვილი ფლობდნენ. ამისულაშვილი მედიაში გავრცელებული ინფორმაციით "ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას ცოლის ძმაა. იმავე წელს ამისულაშვილმა მისი კუთვნილი წილები შპს "ჯე5“-ს გადასცა, რომლის დირექტორიც და მესაკუთრეც თავად არის... წაიკითხეთ ვრცლად