ზესტაფონში ხუთი ადამიანი ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინტოქსიკაცია სავარაუდოდ სოკომ გამოიწვია.
კლინიკა "ფერომედში“ პაციენტებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ჩაუტარეს. სამი ზრდასრული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ისინი კვლავ ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან, მცირეწლოვნები კი კლინიკიდან უკვე გაწერეს.
ექიმების თქმით, ინტოქსიკაცია, სავარაუდოდ, სოკოს არასწორი ამოცნობისა და მოხმარების შედეგად მოხდა.