ავტორი:

ნიუ იორკში 20-სართულიანი შენობის ფასადი ჩამოიშალა - რა კადრები ვრცელდება მედიაში?

ნიუ იორკში 20-სართულიანი შენობის ფასადი ჩამოიშალა - რა კადრები ვრცელდება მედიაში?

აშშ-ში, ნიუ-იორკში, \20-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადი ჩამოინგრა. მიზეზი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქებაა.

  • შემთხვევა დილით, უეცრად მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ჩამონგრეული შენობის ფასადი JP Mitchel Houses-ის ნაწილია.

ეს არის დაბალშემოსავლიანი მოქალაქეების საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც დაახლოებით 3 600 ადამიანი ცხოვრობს, 11 შენობისგან შედგება და ქალაქის ორ კვარტალს მოიცავს.

საცხოვრებელი ბინების გარდა, აქ ასევე მდებარეობს ხანდაზმულთა ცენტრი, საბავშვო ბაღი და სათამაშო მოედნები.

  • ინციდენტის სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი არის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქება სახელდება. აფეთქების შემდეგ გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს შენობის კედელში გაჩენილი უზარმაზარი ხვრელი.

ნიუ იორკის მერის, ერიკ ადამსის განცხადებით , ამ დროისთვის ქალაქის ხელისუფლებას დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

წყარო