ავტორი:

აჭარის მთავრობის სახლთან ადმინისტრაციული წესით ერთი პირი დააკავეს

აჭარის მთავრობის სახლთან ადმინისტრაციული წესით ერთი პირი დააკავეს

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

  • როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი აქციის მონაწილეებთან მივიდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, რის გამოც ის სამართალდამცავებმა ადგილზევე დააკავეს.

ცნობისთვის, 300 დღეზე მეტია, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია ყოველდღე მიმდინარეობს.