პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისების ფაქტზე უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავა, ხოლო ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1977 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს, ხოლო უკრაინის მოქალაქეს - 1976 წელს დაბადებულ რ.ტ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.
დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა აღნიშნული შპს-ს სახელით, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისაგან მოიზიდეს დიდი ოდენობით თანხა და ნაცვლად იმისა, რომ ბიოლოგიური მშობლებისგან მიღებული თანხა გამოეყენებინათ სუროგატი დედების სამედიცინო და ყოველდღიური ხარჯებისთვის, ასევე ბინის ქირისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების დასაფარად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ბიოლოგიური მშობლებისგან მიღებული თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და "დ" ქვეპუნქტით, ასევე, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.