კომპანია Meta აცხადებს, რომ პიროვნებაზე მორგებული რეკლამების გასავრცელებლად, ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატბოტებთან ადამიანთა საუბრების შინაარსს გამოიყენებენ. სიახლე 16 დეკემბრიდან ამოქმედდება.
კომპანია უკვე იყენებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას “ალაიქებს“ და პოსტავს მომხმარებელი. ამ მონაცემებით Meta ხვდება მომხმარებლის ინტერესებს და მისთვის საინტერესო პროდუქტის რეკლამას სთავაზობს. თუმცა AI ჩატბოტების შინაარსის გაანალიზებით, ბევრად მორგებულ პროდუქციას შესთავაზებს.
„როგორც სხვა პერსონალიზებული სერვისები, ჩვენც, მომხმარებელს რეკლამასა და კონტენტს მისი ინტერესებსა და აქტივობების მიხედვით ვარგებთ“ -, წერს მეტა.
მეტას ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტს, სხვადასხვა პლატფორმაზე (ფეისბუქი, ინსტაგრამი, WhatsApp) ერთი მილიარდი მომხმარებელი ჰყავს და მხოლოდ რეკლამებიდან მიღებული შემოსავალი ათეულობით მილიარდს უტოლდება.
გარდა ამისა, Meta-ს მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ონლაინ შოპინგისთვის ადამიანები მალე ძირითადად ჩატბოტებს გამოიყენებენ. ამის გამო კომპანიამ დაამატა ფუნქცია, რითაც მომხმარებელს პროდუქტების ყიდვა პირდაპირ ჩატბოტის მეშვეობით შეეძლება.
ავტორი: საბა ჩიტიაშვილი
იხილეთ ასევე: