"ტესლას" მფლობელი ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომლის ქონებამ 500 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამით მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსს ინარჩუნებს.
"ტესლასთან" ერთად ის ფლობს ხელოვნური ინტელექტის სტარტაპს xAI-ის, კოსმოსური რაკეტების მწარმოებელ SpaceX-სა და პლატფორმა X-ს (ყოფილი ტვიტერი).
"ფორბსის" მილიარდერების ინდექსით, მეორე ადგილზე, 350 მილიარდი დოლარით, Oracle-ის დამფუძნებელი ლარი ელისონია.
წინა თვეში ელისონმა დროებით გადაუსწრო მასკს, როცა კომპანიაში მისი წილი 40%-ით გაიზარდა. ილონ მასკის სიმდიდრე ტესლას კომპანიის 12%-იან წილთან არის დაკავშირებული, რომლის სააქციო კაპიტალი წელს კიდევ უფრო გაიზარდა.
წლის დასაწყისში ტრამპის ადმინისტრაციასთან მუშაობის გამო მასკი დიდი სახალხო კრიტიკის ქვეშ მოექცა. ამჯერად კი კომპანიის სააქციო კაპიტალის ზრდა სწორედ იმასთან არის დაკავშირებულია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მასკმა ყურადღება პოლიტიკიდან ბიზნესზე გადაიტანა.
კომპანიის დირექტორთა საბჭო აცხადებს, რომ შემდეგ ათწლეულში, თუ კომპანია გარკვეულ დასახულ მიზნებს მიაღწევს, მასკის ქონებამ შესაძლოა, 1 ტრილიონ დოლარსაც მიაღწიოს.