ავტორი:

ნეპალში 2 წლის გოგონა ახალ "ქალღმერთად“ გამოაცხადეს

ნეპალში 2 წლის გოგონა ახალ "ქალღმერთად“ გამოაცხადეს

ნეპალში, ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივ და მნიშვნელოვან ინდუისტურ დღესასწაულზე 2 წლის გოგონა ახალ “ქალღმერთად“ აკურთხეს .

  • არიატარა შაკია, რომელიც 2 წლისა და 8 თვისაა, ოჯახის წევრებმა კატმანდუს ქუჩების გავლით, ტაძარში მიიყვანეს.

"ქალღმერთს" პატივს მიაგებენ, როგორც ნეპალელი ბუდისტები, ასევე ინდუსები.

2-დან 4 წლამდე გოგონებს, რომლებსაც "ქალღმერთად" ირჩევენ, უნაკლო კანი, თმა, თვალები და კბილები უნდა ჰქონდეთ. ასევე, აუცილებელი პირობაა, რომ ბავშვს სიბნელის მიმართ შიში გრძნობას არ განიცდიდეს.

  • მომლოცველები რიგში იდგნენ, რათა გოგონას ფეხებს შეხებოდნენ - ეს ჰიმალაებში ინდუსებისთვის უმაღლესი პატივისცემის ნიშნად ითვლება. მას ასევე ყვავილებსა და ფულს სწირავდნენ.

ოჯახები, რომლებიც შაკიას კლანს მიეკუთვნებიან და კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ, ერთმანეთს ეჯიბრებიან, რადგან შერჩეული გოგონას ოჯახი საზოგადოებაში და საკუთარ კლანშიც მაღალ სტატუსს იძენს.

ბავშვები, რომლებსაც "ქალღმერთად" ასახელებენ სახლიდან მხოლოდ რამდენიმე დღესასწაულზე გამოჰყავთ. ზრდასრული ასაკის მიღწევის შემდეგ გოგონებს როგორც წესი, უჭირთ ჩვეულებრივ ცხოვრებასთან შეგუება, ნეპალური ფოლკლორის თანახმად, კაცი, რომელიც ყოფილ "ქალღმერთს" შეირთავს, ახალგაზრდა მოკვდება, ამის გამო ბევრი გოგონა დაუქორწინებელი რჩება.

წყარო