ავტორი:

თავისუფლების მოედანზე გელა ხასაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა - საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან პარლამენტთანაც

თავისუფლების მოედანზე გელა ხასაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა - საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან პარლამენტთანაც

"გაათავისუფლეთ გელა ხასაია“, - ამ ლოზუნგით თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა წმინდა გიორგის ობელისკის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.

  • გელა ხასაიას მხარდასაჭერად თავისუფლების მოედანზე სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიის წევრები და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გელა ხასაია ციხეში "სუს-ის მიერ დაგეგმილი ოპერაციის შედეგად“ აღმოჩნდა. მათივე თქმით, ის და ყველა "სინდისის პატიმარი“ უნდა განთავისუფლდეს.

აქციაზე იკრიბებიან პარლამენტთანაც, დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

აქციის მონაწილეებს ტრადიციულად ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

თბილისში 309-ე დღე, რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.