ავტორი:

ათობით შეჩერებული რეისი და 3 000 დაზარალებული მგზავრი - დრონების გამოჩენის გამო მიუნხენის აეროპორტში მუშაობა შეფერხდა

ათობით შეჩერებული რეისი და 3 000 დაზარალებული მგზავრი - დრონების გამოჩენის გამო მიუნხენის აეროპორტში მუშაობა შეფერხდა

გერმანიის მიუნხენის აეროპორტში, დრონების დაფიქსირების გამო, ოპერაციები შეაჩერეს, - ინფორმაციას Reuters-ი აეროპორტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოპერაციების შეჩერების გამო 17 რეისი გაუქმდა და 3 000 მგზავრის მგზავრობა შეფერხდა.

ამასთან, აეროპორტიდან კიდევ 15 ავიარეისი შტუტგარტში, ნიურნბერგში, ვენასა და ფრანკფურტში გადამისამართდა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, დრონების დაფიქსირების გამო, აეროპორტები დროებით დაიხურა დანიასა და ნორვეგიაში.

იხილეთ ასევე: