36 წლის წინ გაუჩინარებული დები, ცოცხლები და ჯანმრთელები იპოვეს, მათი დედა კი ისევ დაკარგულად ითვლება- დაუჯერებელი ისტორიის დეტალები: რა მოხდა კალიფორნიაში?
36 წლის წინ, კალიფორნიაში გაუჩინარებული დები, დნმ-ის ტესტირების ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, ცოცხლები და ჯანმრთელები იპოვეს.
NBC News-ი დეტალებს წერს.
ჩვილი დებისა და მათი მძიმე მდგომარეობაში მყოფი დედის ისტორია 1989 წელს დაიწყო, როდესაც დედა-შვილების კვალი მოულოდნელად გაქრა.

ჟასმინი 2 თვის იყო, ხოლო ელიზაბეთი 14 თვის, როდესაც გაუჩინარდნენ. ოჯახი და პოლიცია დაკარგულებს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა, თუმცა უშედეგოდ.
როგორც ახლა ირკვევა, შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ, კალიფორნიის შტატის ქალაქ ოქსნარდის პარკის საპირფარეშოში, დამლაგებელმა იატაკზე დაწოლილი ორი ჩვილი იპოვა, რომლებიც ტიროდნენ.
მაშინ, ეს ორი შემთხვევა ერთმანეთთან ვერ დააკავშირეს.

საბოლოოდ, გოგონები ვენტურას ოლქში მცხოვრებმა წყვილმა იშვილა და მოსიყვარულე ოჯახში ერთად გაიზარდნენ.
მათი დედა, მარინა რამოსი კი ამ დრომდე გაუჩინარებულია და პოლიცია იძიებს, თუ რა დაემართა ქალს 36 წლის წინ.
როგორც მოჰავეს ოლქის შერიფის ოფისი აცხადებს, დების პოვნა დნმ-ის გენეალოგიის ტექნიკის გამოყენებით მოხდა. ეს მიდგომა ხელს უწყობს ოჯახური კავშირების დადგენას იმ ადამიანებს შორის, რომელთა მონაცემებიც ხელმისაწვდომია ბაზებში.