მერაბ დვალიშვილი UFC-ს სუპერმსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი ტიტულის დაცვას მესამედ 6 ოქტომბერს შეეცდება. მოგეხსენებათ, მერაბის მეტოქე ამერიკელი კორი სენდჰეგენი იქნება.
ის შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლია და ზემსუბუქ წონით დივიზიონის რეიტინგშიც მეოთხე ადგილს იკავებს.
ამერიკელმა "ტვიტერზე" მოახლოებული ბრძოლის შესახებ დაწერა და მერაბს მიმართა: "მერაბ, შენ კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დრო მოვიდა".
ტრადიციულად, პირისპირ დგომის შემდეგ, დვალიშვილმა მედიასთან ისაუბრა.
"მე დავამარცხე პიოტრ იანი, სეჰუდო, შონ ომალი 2-ჯერ. მე ყველა დროის საუკეთესო ვარ. მე ჩემპიონი ვარ და ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებ.
მოსამზადებელი ეტაპი წარმატებით გავიარე და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. კორი სენდჰეგენი გამორჩეული მებრძოლია და მას დიდ პატივს ვცემ, თუმცა საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვარ..." გააგრძელეთ კითხვა