ავტორი:

"გავიგე იტალიის D ვიზა აგიღიათ და ქვეყნიდან წასვლას აპირებთ ელიტურ ემიგრაციაში" - ნანუკა ჟორჟოლიანი და სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

"გავიგე იტალიის D ვიზა აგიღიათ და ქვეყნიდან წასვლას აპირებთ ელიტურ ემიგრაციაში" - ნანუკა ჟორჟოლიანი და სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

"ბურჭულაძე ახალი რესპუბლიკის დაარსებაზე ეპატიჟება ხალხს აქციაზე, სალომე ზურაბიშვილმა - არანაირი ახალი რესპუბლიკაო". - ამის შესახებ “ლელო - ძლიერი საქართველოს“ სალომე სამადაშვილი სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სალომე სამადაშვილი:

"ბურჭულაძე ახალი რესპუბლიკის დაარსებაზე ეპატიჟება ხალხს აქციაზე, სალომე ზურაბიშვილმა - არანაირი ახალი რესპუბლიკაო.

მოკლედ კი, წადით არჩევნებზე, უკვე წაგებულ თბილისს ნუ ჩააბარებთ ბიძინას.

მერე მიდით აქციაზე და ეგება ადგილზე გაირკვეს, იქ რა ამბავია, ვინ რის დაარსებას გეგმავს და ზოგადად, ვის რა უნდა"

  • სამადაშვილის ამ პოსტს კომენტარებში ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა:

"გავიგე იტალიის D ვიზა აგიღიათ და ქვეყნიდან წასვლას აპირებთ ელიტურ ემიგრაციაში", - წერს ნანუკა.

სალომე სამადაშვილი: "ელიტური" სიტყვის უადგილოდ გამოყენება ავტორზე მეტს ამბობს, ვიდრე ადრესატზე. ემიგრაციაში წასვლა რომ მინდოდეს, წავიდოდი ისე, დიდი ხნის წინ. ემიგრაციაში არ ვგეგმავ წასვლას, თუმცა ამერიკული გამომცემლობის შეკვეთით ჩემს წიგნზე სამუშაოდ და ევროპულ არქივებში სამუშაოდ ნამდვილად ვგეგმავ ევროპაში ბევრი დროის გატარებას, რასაც მათ შორის კი, ვიზის აღება სჭირდება. მესმის, რომ წიგნის წერა საქართველოს და რეგიონის პრობლემებზე შენთვის ღირებული საქმიანობა არაა, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ ხელნაწერები არ იწვის"

ნანუკა ჟორჟოლიანი: "ვაი, ვაი, რა სასტიკად ბანძი ხართ, სალომე. ერთი წარუმატებელი ქალი ხართ, რომელიც სრული სიძულვილის ველში ხართ. მხოლოდ შარფები გაქვთ ძვირფასი. ეგრე გააგრძელეთ".

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში ახალ საკრებულოებსა და თვითმმართველი ქალაქისა და თემის მერებს აირჩევენ. ამომრჩეველი უფლებამოსილების 4-წლიანი ვადით 64 მერს და 64 საკრებულოს 2 058 წევრს აირჩევს.

მუნიციპალური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია 12-ვე პარტიამ წარადგინა.

ასევე, პარალელურად დაგეგმილია მასშტაბური საპროტესტო აქცია.