ავტორი:

თბილისში წუხელ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სამი ადამიანი გარდაცვლილი ნახეს - სავარაუდო მიზეზი სიმაღლიდან ვარდნაა: რა დეტალებია ცნობილი

თბილისში წუხელ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სამი ადამიანი გარდაცვლილი ნახეს - სავარაუდო მიზეზი სიმაღლიდან ვარდნაა: რა დეტალებია ცნობილი

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, თბილისში წუხელ სამი ადამიანი გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა ნავთლუღის ქუჩაზე მოხდა.

  • როგორც ცნობილია, მიზეზი სიმაღლიდან ვარდნაა.

"დაახლოებით ღამის სამის ნახევარზე, გავიგე ძლიერი დაცემის ხმა. მალევე ეზო გაივსო პოლიციის მანქანებით. თქვეს, რომ დედ-მამა და ბავშვი ნახეს ეზოში გარდაცვლილი. მიზეზი სიმაღლიდან ვარდნაა. როგორც თქვეს, მაღალსართულიანი კორპუსის, ზედა სართულზე ცხოვრობდნენ" - გვითხრა ადგილობრივმა.

როგორც შსს-ში გვითხრეს, ამ ეტაპზე სუიციდის ვერსია განიხილება, თუმცა სხვა ვერსიების მიმართულებით გამოძიება დაიწყო. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

AMBEBI.GE მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალებს არკვევს. ინფორმაცია პერიოდულად განახლდება.