მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტი წარადგინა.
ბურჭულაძის განმარტებით, სწორედ ამ კომიტეტიდან წამოვა ინიციატივები, რომლებსაც ხალხი უნდა გაჰყვეს.
"რომ იცოდეთ ვინ ხელმძღვანელობს, ვინ არის საორგანიზაციო კომიტეტში, წარმოგიდგენთ: ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, პაატა მანჯგალაძე და თქვენი მონა მორჩილი, [პაატა ბურჭულაძე]. ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ვაკეთებთ ამის ორგანიზაციას და ძალიან გთხოვთ ყველას, რომ ჩვენგან უნდა მოვიდეს მომავალი ნაბიჯები. უნდა მიიღოთ ეს, რომ ჩვენგან არის ეს მომავალი ნაბიჯები და ამას უნდა გავყვეთ ყველა. ეს მიგვიყვანს გამარჯვებამდე. ბრძოლა ბოლომდე! დროშები არ დაგავიწყდეთ. გამარჯვება ჩვენკენაა.“- განაცხადა პაატა ბურჭულაძე.
წაიკითხეთ ასევე: