რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. დაანონსებულ აქციაზე, რომელიც რამდენიმე წუთში დაიწყება, მოქალაქეები უკვე იკრიბებიან. ამ წუთებში აქციის მონაწილეები იმყოფებიან პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე.
ცნობისთვის, დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. ასევე დაგეგმილია, სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 311 დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.