ავტორი:

დანგრეული შენობები, გაუქმებული რეისები, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი ხალხი - შტორმი "ემი" დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში: არის მსხვერპლი

დანგრეული შენობები, გაუქმებული რეისები, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი ხალხი - შტორმი "ემი" დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში: არის მსხვერპლი

დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

  • გამოცემის ცნობით, ქარიშხალი "ემის" შედეგად გამოწვეული ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ირლანდიის პოლიციის განცხადებით, დონეგალის საგრაფოს ქალაქ ლეტერკენში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.

შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში ძლიერი ქარის შედეგად შენობა ჩამოინგრა, ასევე ფრენები და მატარებლების რეისები გაუქმდა. ძლიერმა ქარმა ირლანდიაში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

"ძალიან ძლიერ ქარს ასევე თან ახლავს ძლიერი წვიმა, რაც, სავარაუდოდ, რთული სამოძრაო პირობების შექმნის. ქსელზე მიყენებული ზიანის მასშტაბისა და დღეს არსებული პირობების გათვალისწინებით, ვვარაუდობთ, რომ ელექტროენერგიის აღდგენას გარკვეული დრო დასჭირდება“, - განაცხადა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა.

ლონდონის რვავე სამეფო პარკი, მათ შორის ჰაიდ პარკი და რიჩმონდ პარკი, დაიხურა.

სამეფო პარკების ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: "შტორმ "ემის" მიერ გამოწვეული ძლიერი ქარის გამო, ყველა სამეფო პარკი, ბრომპტონის სასაფლაო და ვიქტორიას კოშკის ბაღები შაბათს, 4 ოქტომბერს დაიხურება“.