ავტორი:

"პოლიცია მკაცრია და სამართლიანი... პოლიცია ყოველთვის მზადყოფნაშია" - ვაჟა სირაძე

"პოლიცია მკაცრია და სამართლიანი... პოლიცია ყოველთვის მზადყოფნაშია" - ვაჟა სირაძე

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის თქმით, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფები რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან დისლოცირებულები.

კითხვაზე, რამდენი პოლიციელია მობილიზებული დედაქალაქის მთავარ გამზირზე, სირაძე პასუხობს, რომ "რამდენიც საჭირო იქნება".

"შსს აქვს შესაძლებლობა დაიცვას ამ ქვეყანაში კანონი და არ დაუშვას უკანონო მოქმედებები. პოლიცია ყოველთვის მზადყოფნაშია. პოლიცია მკაცრია და სამართლიანი" - ამბობს ვაჟა სირაძე "ფორმულასთან".

რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. სტუდენტების მარში, რომელიც თსუ-ის პირველი კორპუსიდან დაიწყო, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა.

პროტესტის მონაწილეებს სრულად აქვთ გადაკეტილი რუსთაველის გამზირი. გადაკეტილია თავისუფლების მოედანიც.

წაიკითხეთ ასევე: