ხმაურია ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლესთან. საითკენაც აქციის მონაწილეების ნაწილი წავიდა.
ადგილზე სამართალდამცავთა მცირე რაოდენობა იყო, მათ სცადეს ღობესთან ჯებირების აღმართვა, თუმცა რამდენიმე მოქალაქემ შესაძლოა ამ ჯებირების გადალახვა და სასახლის ეზოში შესვლა, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.
მათ შორის, სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი შეასხა პაატა ბურჭულაძეს, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში იმყოფებოდა.
"მე ვუთხარი, არ გაბედოთ-მეთქი ახალგაზრდებზე ძალადობა. ერთმა დამიჯერა და მერე გამოვარდა ვიღაც და იმან აიღო...
ამ ყველაფერზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას. ივანიშვილს დღეს ქართველმა ხალხმა გამოუცხადა ციხე და კიდევ 5 ადამიანს, ასე რომ ესენი ომს მიიღებენ“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
პრეზიდენტის სასახლის ჭიშკარი შეანგრიეს: ადგილზე დაპირისპირებაა - წაიკითხეთ შსს-ს განცხადება ათონელის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებზე