ავტორი:

პრეზიდენტის სასახლის ჭიშკარი შეანგრიეს: ადგილზე დაპირისპირებაა - შსს-ს განცხადება ათონელის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებზე

პრეზიდენტის სასახლის ჭიშკარი შეანგრიეს: ადგილზე დაპირისპირებაა - შსს-ს განცხადება ათონელის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს.

ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ისინი ათონელის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან.

"მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები, რომელიც მიზნად ისახავს ადმინისტრაციული შენობების დაკავებას. ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეებმა ათონელის საპრეზიდენტო სასახლის ჭიშკარი შეანგრიეს - ადგილზე დაპირისპირებაა.

ადმინისტრაციის შენობიდან გამოვიდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. სავარაუდოდ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი. მანანამდე, აქციის მონაწილეებმა დაანგრიეს ჯებირები, რომელიც ადგილზე იყო აღმართული.

კერძოდ, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ჯებირი გაანგრიეს და სასახლის ეზოში შევიდნენ, სპეცრაზმელებსა და მათ შორის მოხდა დაპირისპირება. სპეცრაზმელებმა მოქალაქეების მისამართით ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.

დაპირისპირების შედეგად არიან დაშავებულები.

ადგილზე მივიდა "რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელი, პაატა ბურჭულაძე. მიუხედავად წინააღმდეგობის გაწევისა, სპეცრაზმელების მხრიდან, მოქალაქეები ათონელის საპრეზიდენტო სასახლის ჯებირიდან ცდილობენ, გარღვევას და შიგნით შეღწევას.

იხილეთ ასევე: