ავტორი:

დაპირისპირება ათონელის სასახლესთან, სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ: გამოიყენეს წყლის ჭავლი, ისვრიან გაზის კაფსულებს - რა ხდება ამ წუთებში?

დაპირისპირება ათონელის სასახლესთან, სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ: გამოიყენეს წყლის ჭავლი, ისვრიან გაზის კაფსულებს - რა ხდება ამ წუთებში?
  • ფოტოგრაფები: ვანო გორგიშვილი და გიორგი ჟამერაშვილი

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება ათონელის სასახლესთან, გამოიყენეს წყლის ჭავლი, ისვრიან გაზის კაფსულებს. სპეცრაზმი ცდილობს ტერიტორიის გათავისუფლებას.

ათონელის ქუჩაზე სამართალდამცავთა დიდი მობილიზება მას მერე დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა სასახლეში შესვლა სცადეს. მალევე ათონელზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანა, ისმის გამაფრთხილებელი განცხადება, რომ აქციის მონაწილეები დაემორჩილონ სამართალდამცავების მოთხოვნებს.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები სასახლის ჯებირი გაარღვიეს, ეზოში შეიჭრნენ, გამოჩნდა საპოლიციო ძალები: პოლიცია და შენიღბული სპეცრაზმელები. სასახლეში მობილიზებულმა სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.

ადგილზე არიან დაშავებულები, რომლებსაც სასწრაფო დახმარების ექიმები პირველად სამედიცინო დახმარებას უწევენ.