სპეცდანიშნულების რაზმმა მოქალაქეების დაშლა მორიგ ჯერზე დაიწყო. ამჯერად წყლის ჭავლით დაშალეს ის მოქალაქეები, რომლებიც ორბელიანის მოედანზე იყვნენ განლაგებულები.
ისმის მოწოდება, რომ დაიშალონ აქციის მონაწილეები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით განსაზღვრული ნორმები.
წყლის ჭავლით დაშლის მიუხედავად, მოქალაქეები ადგილიდან წასვლას არ აპირებენ. მათ ბარიკადებად სკამები განალაგეს.
ორბელიანის მთლიან პერიმეტრზე განლაგებულია სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფები.