ავტორი:

ცესკო წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს: ბიულეტენების 72.95 %-ის დათვლის შედეგად, საკრებულოს არჩევნებში, ქვეყნის მასშტაბით, "ქართულმა ოცნებამ“ ხმების 80 %-ზე მეტი, თბილისში კი - 70 %-ზე მეტი მიიღო

ცესკო წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს: ბიულეტენების 72.95 %-ის დათვლის შედეგად, საკრებულოს არჩევნებში, ქვეყნის მასშტაბით, "ქართულმა ოცნებამ“ ხმების 80 %-ზე მეტი, თბილისში კი - 70 %-ზე მეტი მიიღო

ბიულეტენების 72.95 %-ის დათვლის შედეგად, საკრებულოს არჩევნებში, ქვეყნის მასშტაბით, "ქართულმა ოცნებამ“ ხმების 80 %-ზე მეტი, თბილისში კი - 70 %-ზე მეტი მიიღო - დედაქალაქში 10 % მოდის "ლელოზე“, 3 % კი - "გახარია საქართველოზე“ საქართველოს მასშტაბით ამ დროისათვის 3061 უბნიდან 2233 უბნის მონაცემებია დათვლილი, რაც ბიულეტენების 72.95%-ს შეადგენს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოების არჩევნებში, ქვეყნის მასშტაბით, "ქართული ოცნება“ ლიდერობს.

დეტალური მონაცემები ასეთია:

1 "მამული, ენა, სარწმუნოება“ - 4203 (0.372 %)

3 "კონსერვატორები საქართველოსთვის“ - 31306 (2.768 %)

5 "ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 4697 (0.415 %)

7 "თავისუფალი საქართველო“ - 3689 (0.326 %)

8 "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 9579 (0.847 %)

9 "ძლიერი საქართველო-ლელო“ - 76690 (6.782 %)

11 "საქართველო“ - 1720 (0.152 %)

12 მწვანეთა პარტია - 1906 (0.169 %)

14 "სახალხო ხელისუფლება“ - 2692 (0.238 %)

25 "გახარია საქართველოსთვის“ - 43647 (3.86 %)

36 "გირჩი“ - 37348 (3.303 %)

41 "ქართული ოცნება“ - 913320 (80.768 %)

ამასთან, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისში ხმების 98 პროცენტის დათვლის შედეგად, პროპორციულ არჩევნებში "ქართული ოცნება“ ლიდერობს:

"მამული, ენა, სარწმუნოება“ - 3020 (1.019 %)

"კონსერვატორები საქართველოსთვის“ - 12811 (4.321 %)

"თავისუფალი საქართველო“ - 2647 (0.893 %)

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 3151 (1.063 %)

"ძლიერი საქართველო-ლელო“ - 29807 (10.054 %)

"გახარია საქართველოსთვის“ - 9483 (3.199 %)

"გირჩი“ - 22230 (7.498 %)

"ქართული ოცნება“ - 207985 (70.155 %)

არჩევნებმა მშვიდ, გამართულ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ პროცესი ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე წარიმართა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დაგეგმვასა და ორგანიზებას მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს.