ავტორი:

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებულია... საერთოდ არაა ბაჩოს ხმა" - ბაჩო ახალაიას მეუღლე გავრცელებულ ჩანაწერზე

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებულია... საერთოდ არაა ბაჩოს ხმა" - ბაჩო ახალაიას მეუღლე გავრცელებულ ჩანაწერზე

ბაჩო ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილის ინფორმაციით, "იმედის" მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი ფალსიფიცირებულია. ამის შესახებ ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ხალხო "იმედზე" ახლა ვრცელდება ვითომ ბაჩო ახალაიას და პაატა ბურჭულაძის ჩანაწერი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებულია, აი ათასი პროცენტი, საერთოდ არაა ბაჩოს ხმა" - წერს ნადარეიშვილი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ "იმედმა" გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც მათი ინფორმაციით, ბაჩო ახალაიას და პაატა ბურჭულაძის საუბარია ჩაწერილი. მისი ავთენტიკურობა დადგენილი არ არის.

"6 საათი რომ დაიწყება, დავიწყოთ გაწევა-გამოწევა, რაც შეუძლიათ, ოღონდ ძალიან ფრთხილად. შეტაკება, თავპირის მტვრევა, რაც შეიძლება მეტი კერა, მეტ წერტილში, რომ დიდი ტერიტორია ავიღოთ" - ისმის ჩანაწერში.