ავტორი:

როგორია პაატა ბურჭულაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

როგორია პაატა ბურჭულაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

პაატა ბურჭულაძე თბილისში გამართული საპროტესტო აქციიდან სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა "ჰელსიკორში" გადაიყვანა.

მას ამ დროისთვის, გამოკვლევები უტარდება.

როგორც საქართველოს კლინიკების ასოციაციის“ პრეზიდენტი ვილი პაჭკორია ამბობს, სასწრაფო დახმარების ექიმების თქმით, პაატა ბურჭულაძეს აღენიშნებოდა მწვავე კარდიალური მოვლენები, ჰიპერტენზია და იშემიური მოვლენებიდან გამომდინარე საჭიროებდა შემდგომ გამოკვლევებს.

მისივე თქმით, მიზეზი შესაძლოა წიწაკის სპრეით ინტოქსიკაცია და სტრესი იყოს.

"ამ ეტაპზე რა მდგომარეობაა ზუსტად არ ვიცით, ველოდებით ექიმის პასუხს. როგორც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გვეუბნება იყო მწვავე კარდიალური მოვლენები, ჰიპერტენზია, საჭიროებს შემდგომ გამოკვლევებს იშემიური მოვლენებიდან გამომდინარე.

ერთ-ერთი მიზეზი შესაძლებელია ყოფილიყო ინტოქსიკაცია, მას შეასხურეს დიდი რაოდენობით [წიწაკის] სპრეი, გარდა ამისა, ალბათ, ის სტრესი, ის ნერვიულობა, რაც იქ ჩაიდინა სამწუხაროდ ამ რეჟიმმა," - განაცხადა ვილი პაჭკორიამ "ტვ პირველთან".