ავტორი:

“დაშავებულია აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი; ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“ - ჯანდაცვის სამინისტრო თბილისში, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენებზე

“დაშავებულია აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი; ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“ - ჯანდაცვის სამინისტრო თბილისში, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენებზე

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად, დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

მათივე ცნობით, 30- მდე პირს ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება.

“ჰოსპიტალიზებულ დაშავებულებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დაშავებულთა ნაწილს სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი