ავტორი:

“მეგონა გეგმა არსებობდა... ამ ქვეყანაში სწორი ცვლილებების მოტანა ხალხს უფრო შეუძლია ვიდრე პოლიტიკურ ელიტას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

“მეგონა გეგმა არსებობდა... ამ ქვეყანაში სწორი ცვლილებების მოტანა ხალხს უფრო შეუძლია ვიდრე პოლიტიკურ ელიტას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი 4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის შესახებ წერს, სადაც აღნიშნავს, რომ მას სხვა მოლოდინები ჰქონდა.

  • “მე პირადად მეგონა რომ გეგმა არსებობდა,“ - წერს ჟორჟოლიანი და აქციაზე მომხდარ ინციდენტსაც განმარტავს, სადაც მას მამაკაცთან დაპირისპირება მოუვიდა.

“მე პირადად მეგონა რომ გეგმა არსებობდა. იმედის თამასა აწიეს უმაღლეს “ლეველზე“ და ბოლოს წამყვანად დარჩა ბიჭი, რომელსაც ვერ გავაგებინეთ რომ ორბელიანზე ბავშვები იყვნენ ჩარჩენილები და უნდა გამოგვეყვანა ისინი ან დავხმარებოდით ჩვენი იქ ყოფნით.

რომ ვერ გავაგებინე ვაგინე. ბრაზის გამო იყო ჩემი ემოცია. ხვალ დავდებ ვიდეოს სრულ ვერსიას, რადგან მედიამ ეს თემა არასწორად გააშუქა ამით დავიწყე და ახლა მთავარი.

კარგი იქნებოდა უფრო მკაფიო გეგმას ეარსება დღეს მაინც, უფრო გასაგები ყოფილიყო რა უნდა ექნათ ადამიანებს, ვინმე სულიერს სცენაზე ეარსება და ხალხთან ესაუბრა! ვიღაც ბიჭის იმედად არ ვყოფილიყავით, რომელიც გონში არ იყო რას აცხადებდა, მაგრამ… ეს პროცესი ვერ გააქრობს მთავარს - დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა რომ ამ ქვეყნის უმრავლესობა სასტიკად გაბრაზებულია და ცვლილებები უნდა. ათი ათასობით გაბრაზებული ადამიანი გამოვიდა გარეთ და ეს ბრაზი არსად წავა.

ფაქტია ამ ქვეყანაში სწორი ცვლილებების მოტანა ხალხს უფრო შეუძლია ვიდრე პოლიტიკურ ელიტას და საბოლოო სიტყვასაც ხალხი იტყვის.

ფაქტია პაატამაც და ყველა სხვა დანარჩენმაც საკუთარი თავისუფლება დადეს სასწორზე. გერმანიაში გაქცეულებს არ უკარნახიათ რა უნდა გვექნა. ყველაზე მძიმე ფასსაც თავად გადაიხდიან და არანაირი ნიჰილიზმი მეგობრებო. ეგ უნდა მტერსაც.სანამ ერთი ადამიანი მაინც გავა აქციაზე, ვიდრე ხალხი დასახსნელი გვყავს ბრძოლა გრძელდება.