ავტორი:

შეცვლაზე შევიდა და გოლიც გაიტანა - გიორგი მიქაუტაძის ულამაზესი გოლი მადრიდის "რეალის" კარში (ვიდეო)

შეცვლაზე შევიდა და გოლიც გაიტანა - გიორგი მიქაუტაძის ულამაზესი გოლი მადრიდის "რეალის" კარში (ვიდეო)

ლა ლიგის მერვე ტურში "ვილიარეალი“ გასვლაზე მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა. მართალია 1:3 დამარცხდა, თუმცა ვილიარეალის მხრიდან ის ერთადერთი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

მიქაუტაძეს მატჩი ძირითადიდან არ დაუწყია და მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა.

მასპინძელთა შემტევმა ვინისიუსმა დუბლი შესრულა, რის შემდეგაც ქართველმა ტიბო კურტუას კარი დალაშქრა. "რეალის" მხრიდან ესამე გოლი კილიან მბაპემ გაიტანა.

"ვილიარეალი“ 16 ქულით მესამე ადგილზეა და 18 ოქტომბერს "ბეტისს“ უმასპინძლებს.

"რეალი“ ამ მომენტისთვის 21 ქულით ლიდერია და 19 ოქტომბერს სტუმრად "ხეტაფეს“ შეხვდება.