"ქართული ოცნების“ ცვლილების გზა მხოლოდ არჩევნებზე გადის" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.
წულუკიანი ოპონენტებს ურჩევს, რომ არჩევნების მზადება უკვე დღეიდან დაიწყონ.
"ქართული ოცნების“ ცვლილების გზა მხოლოდ არჩევნებზე გადის. ეს კარგადაა დასამახსოვრებელი და ოპონენტებმა დაიწყეთ არჩევნებისთვის მზადება უკვე დღეიდან, მათ, ვინც თავისუფლებაზე დარჩებით და პარტიაც კვლავ გექნებათ, რასაკვირველია.
ბაჩო ახალაიას დასაღვრელი სისხლი არ აქვს საქართველოს!" - წერს წულუკიანი.